loader

ავთანდილ ჭრიკიშვილის მძიმე ემოცია და ცრემლები დამარცხების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილის მძიმე ემოცია და ცრემლები დამარცხების შემდეგ

9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ნახევარფინალი წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჭრიკიშვილის მეტოქე ტაკანორი ნაკასე იქნება.

ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. 1/4-ფინალში ავთო იტალიელ მატეო მარკონჩინის შეხვდა და ვაზარ-იუკოთი მოუგო.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" აწარმოებს.