loader

რას აკეთებდნენ ქალები დუდუ დადიანის გამო - უნიკალური კადრები კალათბურთელის ცხოვრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აკეთებდნენ ქალები დუდუ დადიანის გამო - უნიკალური კადრები კალათბურთელის ცხოვრებიდან

დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.

გთავაზობთ ნაწყვეტს დოკუმენტური ფილმიდან "დუდუ, რექციემი კალათბურთელზე"
იდეის ავტორი: გიორგი ხაინდრავა
დამდგმელი რეჟისორი: გოგიტა ჭყონია
ოპერატორები: გოგლიკა ხაინდრავა, პაატა კერესელიძე
ხმის რეჟისორი: ლევან კიკვიძე
პროდიუსერი: დათო კალანდაძე
ფილმში გამოყენებული მუსიკა:
გ.ყანჩელის - ნ.მემანიშვილის "ყვითელი ფოთლები" ნატო მეტონიძის შესრულებით