loader

განერვიულებულმა შაპოვალოვმა არბიტრს პირდაპირ თვალში ხია! - სკანდალი კანადა-ბრიტანეთის მატჩზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განერვიულებულმა შაპოვალოვმა არბიტრს პირდაპირ თვალში ხია! - სკანდალი კანადა-ბრიტანეთის მატჩზე

სკანდალით დასრულდა კანადისა და ბრიტანეთის მატჩი. მასპინძლებს არ ჰყავდათ მილოშ რაონიჩი, თუმცა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ვასეკ პოსპიშილი, რომელმაც ერთეულებში ორივე მატჩი მოიგო და კანადას შანსი მისცა. ბოლო მატჩის წინ, რომელშიც დენის შაპოვალოვი და კაილ ედმუნდი თამაშობდნენ, ანგარიში 2:2 იყო.

იუნიორებს შორის უიმბლდონის 2016 წლის ჩემპიონი, 17 წლის შაპოვალოვი ვერაფერს უხერხებდა გამოცდილ კაილ ედმუნდს. მასპინძელმა წააგო პირველი ორი სეტი და მესამეში ბრეიკით ჩამორჩა. ამით განერვიულებულმა შაპოვალოვმა მთელი ძალით გაუშვა ბურთი ჰაერში, მაგრამ პირდაპირ თვალში გაარტყა მთავარ არბიტრს, ფრანგ არნო გაბას, რომელმაც ნოკდაუნიდან გამოსვლის შემდეგ კანადელს ტექნიკური წაგება მიუსაჯა და მატჩიც ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა.