loader

ქართული რაგბის "ლა ლა ლენდი" - მომენტი, როცა "ბორჯღალოსნებს" საზეიმო ვითარებაში თასი შეცდომით გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული რაგბის "ლა ლა ლენდი" - მომენტი, როცა "ბორჯღალოსნებს" საზეიმო ვითარებაში თასი შეცდომით გადასცეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში, გუშინ ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან, ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველად შეძლო.

მატჩის შემდეგ უცნაური რამ მოხდა. ევროპული რაგბის მამებმა ყველაფერი აურიეს და "რაგბი ევროპის ჩემპიონად" საქართველოს ნაკრები გამოაცხადეს, ფარიც "ბორჯღალოსნებს" ოფიციალურად გადასცეს საზეიმო ვითარებაში.