loader

დაცემულ ზაზა ფაჩულიას ისე დაუპირისპირდნენ, რომ კალათბურთი ჭიდაობაში გადაიზარდა - დაძაბულობა NBA-ს უმნიშვნელოვანეს მატჩზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაცემულ ზაზა ფაჩულიას ისე დაუპირისპირდნენ, რომ კალათბურთი ჭიდაობაში გადაიზარდა - დაძაბულობა NBA-ს უმნიშვნელოვანეს მატჩზე

"გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის გამართულ, NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩის ერთ ეპიზოდში, ზაზა ფაჩულიამ ნამდვილი ჭიდაობა გაუმართა მეტოქე გუნდის კალათბურთელებს, ზედმეტად აქტიურ იმან შამპერტთან კი ქართველი წაკინკლავდა კიდეც.

შეხვედრის მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტის" შეტევის დროს ქართველმა ცენტრმა მეტოქოს ფარიდან ბურთი მოხსნა თუ არა, უმალ "კლივლენდის" სამი კალათბურთელის გარემოცვაში აღმოჩნდა. ზაზამ წონასწორობა დაკარგა, პარკეტზე დაეცა, მაგრამ ბურთს ხელი მაინც არ გაუშვა და მეტოქეებს ჭიდაობა გაუმართა. მათგან განსაკუთრებით აქტიური სწორედ შამპერტი იყო, რომელმაც ფაჩულიას რისხვა დაიმსახურა.

საბოლოოდ სიტუაცია მსაჯებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 10 ივნისს გამართულ სერიის მეოთხე შეხვედრაში "კლივლენდმა" "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 137:116 დაამარცხა.

თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მნიშვნელოვანი ეპიზოდები ნახეთ Palitravideo.ge-ს პარტნიორ სპორტულ პორტალზე Sportall.ge

ბონუს ვიდეო| საინტერესო ფაქტები ზაზა ფაჩულიას შესახებ, რომელიც ამერიკულ მედიაში ქვეყნდება