loader

ამერიკაში დაპატიმრებული ქართველი სპორტსმენების საქმე - რა ინფორმაციას ავრცლებს მაყაშვილის მეუღლე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკაში დაპატიმრებული ქართველი სპორტსმენების საქმე - რა ინფორმაციას ავრცლებს მაყაშვილის მეუღლე?

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მის ქმარს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ სპორტსმენი ორშაბათს გათავისუფლდება. გირაოს ოდენობა არ კონკრეტდება. დაკავებულის მეუღლის ინფორმაციით, ამერიკის სასამართლო ლევან მაყაშვილთან დაკავშირებით გირაოზე მანამდეც თანახმა იყო, თუმცა, თავად ლევანი ამბობდა უარს იმ მიზეზით, რომ გირაო გაუსვლელობის პირობას მოიცავდა, სპორტსმენს კი სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა ბრძოლები დაგეგმილი. საუბარია მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც გირაოს კიდევ ერთი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის შემთხვევაშიც დათანხმდა, თუმცა, ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ხურციძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა, მაყაშვილის შემთხვევაში კი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, დარბაზში მყოფი ოთხი ქართველიდან, ხურციძის გარდა, ყველას გირაო შეეფარდა.ლევან მაყაშვილი UFC-ს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. ის უკვე 4 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს.

ასევე იხილეთ: ახალი ბრალდება ავთანდილ ხურციძის წინააღმდეგ - ამერიკული მედია ახალ დეტალებს ავრცელებს