loader

ვარცხნილობა, რომელსაც ძალიან ბევრი ქალი ატარებს, მაგრამ უმრავლესობა არასწორად იკეთებს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარცხნილობა, რომელსაც ძალიან ბევრი ქალი ატარებს, მაგრამ უმრავლესობა არასწორად იკეთებს!

გთავაზობთ მოცულობითი, მაღალი კუდის 5 წუთში გაკეთების მეთოდს.

1. თუკი თავი ახალდაბანილი გაქვთ, წაისვით ცოტაოდენი მუსი, რომ არ ისრიალოს. კარგად დაივარცხნეთ თმა და გაყავით თმის ბუჩქი 2 ნაწილად.
2. თმის ქვედა ნაწილისგან გააკეთეთ კუდი. შემდეგ გაყავით ისიც 2 ნაწილად და რეზინასთან დააფიქსირეთ პატარა სარჭით.

3. ახლა შეუდექით თმის ზედა განაყოფზე მუშაობას. აიჩეჩეთ სავარცხლით ოდნავ თმა თხემზე.
4. მსუბუქად ჩამოივარცხნეთ, რომ ძალიან გაჩეჩილი არ იყოს. შეკარით იმ ადგილას, სადაც ქვედა კუდი გაიკეთეთ.
5. ახლა კი გამოყავით თმის პატარა ნაწილი და დაახვიეთ რეზინზე. დაიმაგრეთ თმის სარჭით. მზად არის!