loader

ეს საინტერესოა - 5 რამ, რაც ნემსის გაკეთების დროს აუცილებელია, რომ იცოდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს საინტერესოა - 5 რამ, რაც ნემსის გაკეთების დროს აუცილებელია, რომ იცოდეთ

1. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ნემსის წვერი, ამპულის შიგთავსის გარდა, სხვა ზედაპირს შეეხოს. თუ შემთხვევით ხელზე ან სამოსზე მოგიხვდათ, ის სტერილური აღარ არის და უნდა შეცვალოთ.
2. დუნდულო წარმოსახვით გაყავით 4 ნაწილად. ნემსის გასაკეთებლად გარეთა ზედა უბანს ვირჩევთ.

3. საინიექციო ადგილი სპირტიანი ბამბით გაასუფთავეთ.
4. ნემსი პირდაპირ, ვერტიკალურად ერჭობა და არა დახრილი კუთხით.
5. როცა კუნთში ჩახვალთ, ყუნწსა და კანს შორის ნემსი 1-2 მილიმეტრით უნდა ჩანდეს, ანუ ყუნწი კანს მიბჯენილი არ უნდა იყოს.

ასევე უნდა იცოდეთ: წამალს რომ მოამზადებთ, აუცილებლად დააკვირდით, რომ ჰაერი არ დარჩეს შიგნით. მაქსიმალურად "დაბერტყეთ" შპრიცი, რომ ჰაერის ბუშტები ზემოთკენ ავიდეს და გამოდევნეთ იქიდან. მხოლოდ საინიექციო სითხე უნდა შეიყვანოთ კუნთში და არა ჰაერი.