loader

შთამაგონებელი ისტორია კაცზე, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შთამაგონებელი ისტორია კაცზე, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს

ეს არის ბრაზილიელი პაოლო ენრიკე მაჩადოს შთამაგონებელი ისტორია, რომელმაც მთელი ცხოვრება საავადმყოფოში გაატარა.

პოლიომიელიტის მწვავე ფორმის გამო, დაბადებიდან პარალიზებული მამაკაცი, 45 წელია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მაგრამ ამის მიუხედავად, მან შეუძლებელი შეძლო - პაოლო მაჩადო ანიმატორია და სატელევიზიო ფილმებს ქმნის.

"სავარძლით დავდიოდი დერეფნებს შორის, ვიცნობდი და ვმეგობრობდი პაციენტებთან, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ - ასე აღმოვაჩინე, ჩემი, განსხვავებული სამყარო. რადგან არ შემეძლო მეთამაშა ფეხბურთი, ან სხვა ბავშვური თამაშები, როგორც ჩემს თანატოლებს, მე წარმოსახვას ვიშველიებდი" - იხსენებს პაოლო. სწორედ წარმოსახვამ შეაძლებინა მაჩადოს 3D ანიმაციაში წარმატებული კარიერა გაეკეთებინა.

ამგვარი დაავადებით, ადამიანი იშვიათად აღწევს ზრდასრულობის ასაკს. მაჩადო ეს იშვიათი შემთხვევაა. მისი ათამდე მეგობრიდან, რომელიც მასთან ერთად მკურნალობდა, მხოლოდ ერთი - ელიანა გადარჩა. დანარჩენები 12 წლამდე, თითქმის ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ.

პაოლო ამბობს, რომ სულ 50-ჯერ ყოფილა საავადმყოფოს გარეთ, თუმცა გარეთ გატარებული ყოველი დღე, განსაკუთრებულად ახსოვს. 32 წლის ასაკში, პაოლომ და ელიანამ პირველად ნახეს ზღვა. ექთნებმა მათი სავარძლები წყალში ჩადგეს, ნაპირთან ახლოს. ასე შედგა მეგობრების პირველი და დაუვიწყარი შეხვედრა ზღვასთან.

ახლა პაოლო მაჩადო ანიმაციურ სერიალზე მუშაობს, რომელშიც თავისი და ელიანას, ასევე მათ მსგავსად დაავადებული ადამიანების შესახებ მოყვება. "ეს იმისთვის, რომ დიდებმა, ბავშვებმა, დაინახონ - შეზღუდული შესაძლებლობები არაფერს ზღუდავს! პირიქით, ეს ეხმარება ადამიანს, იყოს ძლიერი და მომთმენი" - ამბობს პაოლო.