loader

ქუთაისის ავარიის შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ - "სარეაბილიტაციო ვიდეო" ქართულ საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის ავარიის შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ - "სარეაბილიტაციო ვიდეო" ქართულ საზოგადოებას

ბოლო 24 საათია, "ფეისბუქის" ქართული აუდიტორია შოკირებულია ქუთაისში გადაღებული კადრებით, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეჯახება უპასუხისმგებლო მძღოლი ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაზე გადასვლას ზებრის გავლით ცდილობდნენ (ნახეთ ვიდეო). ვიდეო ბევრ ჩვენგანს დააფიქრებს ჩვენი და სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობაზე.
საბედნიეროდ, სამარცხვინო მძღოლებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში სამაგალითო მოქალაქეებიც მოძრაობენ...
გთავაზობთ ვიდეოს სოციალური კამპანიის, "ჩემი ნაბიჯის" "ფეისბუქ-გვერდიდან", რომელიც უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.

"კეთილი ადამიანები თბილისის ქუჩებში!
ასეთი ადამიანები ჩვენ შორის ძალიან ბევრნი არიან. იშვიათად ვამჩნევთ მათ პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს. შეუერთდი მათ, შეცვალე პროფილის სურათი, აჩვენე ყველას, რომ ზრუნავ ქვეყნის განვითარებაზე. შენც გადადგი ნაბიჯი შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის", - წერია ვიდეოს აღწერაში.