"ცემის შედეგად აქვს ტვინის შერყევა" - 27 წლის ბათუმელი სპორტსმენის დედა შვილის დაკავების დეტალებით
21:11 / 07-09-2016
თინა დოლიძის განცხადებით, სპორტსმენს იარაღი ჩაუდეს და იმის გამო დააკავეს, რომ მის მეგობარს მოწმედ დაუდგა. თინა დოლიძის თქმით, მისი შვილის დაკავება უკავშირდება შარშანდელ ინციდენტს, როდესაც მოჭიდავე გიორგი ფაღავას ერთი წლის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს, რასაც მისი შვილიც შეესწრო და სასამართლოზე მოწმედ გამოვიდა.