X
"ახალი ხმა" მარიამ ჩაჩხიანი გახდა
10:40 / 20-01-2014
საქართველოს "ახალი ხმა" მარიამ ჩაჩხიანი გახდა. ამით მომღერალი და პროდიუსერი დათო ფორჩხიძე შოუს სამგზის ჩემპიონია - მისი გუნდის წევრმა უკვე მესამედ მოიგო ეს პროექტი.

"ახალი ხმის" მეორე სეზონის ფინალი 14 იანვარს გაიმართა. გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი - ნიკა ლაზარიაშვილი (მწვრთნელი სტეფანე მღებრიშვილი), თიკო მოსემღვდლიშვილი (მწვრთნელი მაია დარსმელიძე), მარი ჩაჩხიანი (მწვრთნელი დათო ფორჩხიძე) და თამარ ჯგუშია (მწვრთნელი ლელა წურწუმია) ეჯიბრებოდა. ფინალში 160 ათასი ხმა შევიდა და მაყურებელთა გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად მარიამ ჩაჩხიანი დასახელდა. მეორე ადგილი თამარ ჯგუშიამ დაიკავა, მესამეზე თიკო მოსემღვდლიშვილი გავიდა, ხოლო მეოთხეზე - ნიკა ლაზარიაშვილი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს