X
"ექსპო ჯორჯიაში" "თბილისი ავტო შოუ 2012" გაიხსნა
18:01 / 19-10-2012
საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია" რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენას, "თბილისი ავტო შოუ 2012"-ს მასპინძლობს.

საგამოფენო ცენტრის მე-11 და მე-6 პავილიონებში ავტომობილების, ავტობიზნესის, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გამოფენა დღეს გაიხსნა და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესის მქონე ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ქართული, თურქული, რუსული, აზერბაიჯანული, უკრაინული, გერმანული და პოლონური კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნონ და მათი ნაწილი სპეციალურ ფასად ადგილზე შეიძინონ. გამოფენაში ჯამში 128 კომპანია მონაწილეობს.

სხვადასხვა კომპანია ატარებს მასტერკლასებს და ახდენს საკუთარი ბრენდების დემონსტრირებას. სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ "ტოიოტას", "მიცუბიშის", "მაზდას" და "ფოლკსვაგენის" უახლესი მოდელების "ტესტ დრაივში" და პირადად გამოსცადონ ავტომობილები.

"თბილისი ავტო შოუ 2012"-ის ფარგლებში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებაც არის დაგეგმილი, მათ შორის, რბოლა კარტინგებით, მოტოშოუ და ა.შ.

"თბილისი ავტო შოუ 2012" "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით იმართება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო