X
"დიდი ბიზნესი" - ყველაზე ხელმომჭირნე მილიარდერები: ალბრეხტები და მიულიეები
16:56 / 11-11-2013
ყველაზე ხელმომჭირნე მილიარდერები - ალბრეხტების და მიულიეების "დიდი ბიზნესი" "პალიტრა TV"-ს ეთერში.

"თუ გინდა გამდიდრდე და წარმატებული ბიზნესი ააწყო, ბევრი უნდა იმუშავო და ხელმომჭირედ იცხოვრო" - ასეთია ალბრეხტებისა და მიულიეების ოჯახების ბიზნესის კეთების წესი. დღეს მათ უკან მულტინაციონალური კორპორაციებია, რომელთა ბრუნვაც ათობით მილიარდი დოლარია. თავად ისინი კი სხვადასხვა ბიზნეს-გამოცემების რეიტინგებში უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან მოხსენიებულნი.

საცალო მაღაზიათა ქსელ Aldi-ის მფლობელები, ძმები კარლ და თეო ალბრეხტები, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში შედიან. "ალდის" მაღაზიები ძირითადად ნაკლებშემოსავლიან მომხმარებელზეა გათვლილი.

მიულიეებმა სახელი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში გაითქვეს, როგორც საკმაოდ წარმატებულმა მეწარმეებმა. ისინი სართავ ძაფებს უშვებდნენ და საქმე კარგადაც მისდიოდათ. მაგრამ დღეს, ოჯახური ბიზნესი დიდწილად Auchan-ის საცალო ქსელს უკავშირდება და ამდენად - ჟერარ მიულიე-უმცროსს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
"ჩავარდა ეს ეთერი, მორჩა კინო... მთავარია, რომ არ გამაგდონ სამსახურიდან“ - ჟურნალისტმა და რესპოდენტმა პირდაპირ ეთერში სიცილი ვერ შეიკავეს 
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო