"პალიტრის" წამყვანი გოგა ხაჩიძეს თანაწამყვანობას სთავაზობს. ამის შესახებ გადაცემა "ინტერნეტპალიტრის" წამყვანმა, თამთა ასათიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. მომბეზრდა გადაცემის მარტო წაყვანა და თუ ასე ხართ ტელევიზიით დაინტერესებული, შეგიძლიათ შემომიერთდეთ, - მიმართავს "პალიტრის" წამყვანი სოციალურ მედიაში აქტიურობით ცნობილ პოლიტიკოსს.