თუ გავითვალისწინებთ რეფერენდუმს, ყირიმი ანექსირებული არ არის, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ ვისი ტერიტორიაა ყირიმი.
"ვისი ტერიტორიაა დღეს ყირიმი? ვისი იურისდიქცია ვრცელდება დღეს ყირიმზე? ვკითხოთ უბრალოდ ჩვენს მოსახლეობას. უკრაინელებიც კი აღიარებენ, რომ დღეს ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია. ეს არის დღეს ფაქტი, რომ ყირიმი დღეს არის რუსეთის ტერიტორია. სხვათა შორის, პრაქტიკულად დე ფაქტოც და დე იურეც, იმის მიუხედავად, მე და თქვენ ეს მოგვწონს თუ არა. ეს იყო ჩემი მხრიდან გაკეთებული არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატირება, რომელიც არსებობს. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ მე არ მომწონს, რომ ადეიშვილზე შეწყდა დევნა, ეს არის ფაქტი და მომწონს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნახეთ გადაცემა "რეზიუმე" - სტუმარი ნინო ბურჯანაძე