X
"საქმე" - სტუმარი: ირაკლი ხმალაძე
13:19 / 28-06-2013
საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული მიმდინარეობს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ 2020 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოხმარებული ენერგიის მინიმუმ 20% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყოს წარმოებული. თუკი ამ მოცემულობას საქართველოსთან მიმართებაში განვიხილავთ, ქვეყანას აქვს პოტენციალი, შედარებით იაფი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან რამდენიმეს ათვისება დაიწყოს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება 10-20 მგვტ-იანი ქარის სადგურების დადგმა. საქართველოში ქარის ენერგიის საშუალო წლიური პოტენციალი 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული. რაც შეეხება მზის ენერგიას, ენერგეტიკის სამინისტროს დღის წესრიგში ჯერჯერობით მისი განვითარება არ დგას. საერთო ჯამში, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების შემთხვევაში საქართველოში დამატებით 20 მლრდ.კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც ყოველწლიურად 7 მლნ. ტონა პირობითი სათბობის ეკონომიის ექვივალენტურია.

გადაცემა "საქმის" სტუმარია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს