X
"საქმე" - სტუმრები: ნინო ზამბახიძე და კახა სოხაძე
14:10 / 04-07-2014
ყველის მწარმოებლები ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ყველის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ყველის მწარმოებელს, თუ მას ბაზარზე გასაყიდად გააქვს პროდუქცია, ლაბორატორიული შემოწმება მოეთხოვება. მაგალითად, თუკი ფერმერმა გადაწყვიტა მცირე ოჯახურ მეურნეობაში დამზადებული ყველის გაყიდვა, მან აუცილებლად უნდა გააგზავნოს ნიმუში ლაბორატორიაში, რომლის დასკვნის გარეშეც მას ყველის გაყიდვის უფლება არ ექნება. საქართველოს შესაბამისი კანონით, ნებისმიერი სახის სურსათი, რომელიც ხვდება ბაზარზე და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება. არსებობს სურსათის წარმოების ჰიგიენის წესი, რომელსაც ყველა მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს.

გადაცემა "საქმის" სტუმრები არიან: სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე და სატელეფონო ჩართვით, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]