მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ატარებს კვლევას ბიზნესის სფეროების მიხედვით. კვლევის მიზანია საქართველოს ბიზნესში არსებული მდგომარეობის განსაზღვრა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და შეფასება. კვლევის ფარგლებში მოხდება მეწარმეების კონსულტირება და ინფორმირება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
გადაცემა "საქმის" სტუმრები, სატელეფონო ჩართვებით, არიან: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ მერაბიშვილი, ასოციაცია "პარსას" წარმომადგენელი თამარ მახარაშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.