X
02.08.2011. გადაცემა ”საქმე” - სტუმარი ნინო ევგენიძე
10:29 / 02-08-2011
გადაცემა ”საქმე”-ს სტუმარია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ნინო ევგენიძე

თემა: საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს ითვალისწინებს ბიუჯეტში ე.წ. სოფლის დახმარების პროგრამის დაფინანსების მიზნით. ამ ფულით შენდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, მიმდინარეობს სარწყავი არხების აღდგენა და ფინანსდება სხვა უფრო ლოკალური პროექტები. თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობა სოფლებს კი ეხმარება, მაგრამ ხშირად არასაკმარისად და არამიზნობრივად. გადაწყვეტილებას, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს, იღებენ ადგილობრივი ფუნქციონერები მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე, თანაც მათ, როგორც წესი, ამ თანხების ხარჯვის კონტროლის შესაძლებლობა არა აქვთ.

ევროპის უმსხვილესი ბანკი “ეიჩ-ეს-ბი-სი” 30 ათას შტატს შეამცირებს. “ბლუმბერგის” ცნობით, ეს მოხდება 2013 წლამდე. შტატების შემცირებითა და ფილიალების დახურვით ბანკი ხარჯების დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ეკონომიას ელოდება. “ეიჩ-ეს-ბი-სის” ფილიალი საქართველოშიც აქვს, მაგრამ ამ დრომდე ინფორმაცია მისი დახურვის შესახებ არ გავრცელებულა.

აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა 64 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი შავიზღვისპირა რეგიონს თურქეთიდან ჰყავს. თუმცა ზაფხულის თვეებში გაიზარდა ირანელი და აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობაც – ასე მაგალითად, ივლისში აჭარაში 4 ათასი ვიზიტორი ირანიდან და 3 ათასი აზერბაიჯანიდან იყო.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია