X
პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან
13:08 / 05-06-2012
"ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციისათვის გადაღებები მომავალი წლიდან დაიწყება, თუმცა ფილმის პირველი თრეილერი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უკვე გავრცელდა. თრეილერი საკმაოდ ეფექტური და შთამბეჭდავია.

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია ზღაპრულ-მისტიკური ჟანრის იქნება. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე არიან. საგანგებოდ თრეილერისთვის საუნდთრეკი კომპოზიტორმა გიორგი გოგოლაძემ შექმნა.

ფილმის თრეილერიდან ჩანს, რომ "ვეფხისტყაოსნის" პირველ ეკრანიზაციაში თანამედროვე ქართული კინოს ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფილმის 12 მთავარი გმირიდან ტარიელს - თორნიკე გოგრიჭიანი, ავთანდილს - გიორგი ვარდოსანიძე,  ნესტან-დარეჯანს კი - რუსკა მაყაშვილი განასახიერებენ. ვინ ითამაშებს ფრიდონს, თინათინსა და სხვა გმირებს, ჯერ არ არის ცნობილი.

ცნობილია, რომ "ვეფხისტყაოსნის" თრეილერის გადაღება ქარელის რაიონში მიმდინარეობდა და მასში შოთა რუსთაველის ნაწარმოების ის სცენებია გაცოცხლებული, სადაც პერსონაჟები ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნას ცდილობენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს