X
The Wolf of Wall Street - კინომანები დიკაპრიოს ახალი ფილმის მოლოდინში
19:54 / 30-10-2013
ინტერნეტში მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის - The Wolf of Wall Street-ის ტრეილერი გამოჩნდა. ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

ეს სურათი მსახიობისა და რეჟისორის მეხუთე ერთობლივი ნამუშევარია. ცნობილია, რომ კრიმინალური დრამის გადაღებების დაწყება 2008 წელს იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ სკორსეზემ და დიკაპრიომ ვერ მოახერხეს უკვე გაწერილი გრაფიკის ერთმანეთთან შეთანხმება. გავიდა რამდენიმე წელი და კინოინდუსტრიის მოღვაწეები პროექტს კვლავ დაუბრუნდნენ.

ფილმს საფუძვლად უდევს ჯორდან ბელფორტის იგივე სახელწოდების მემუარები. ბელფორტმა უოლ-სტრიტზე ფინანსური იმპერია შექმნა. მოგვიანებით კი ის თაღლითობისთვის გაასამართლეს. გარდა ამისა, ის ებრძოდა ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულებას და შეძლო ყველა პრობლემა გადაელახა. ამჟამად ბელფორტი კითხულობს ლექციებს, მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და თავისი მემუარებით ჰოლივუდს ფილმების გადაღებას შთააგონებს.

ფილმში სწორედ დიკაპრიო ასრულებს ბროკერის როლს. სურათში დიკაპრიოს უფროსის როლი მეთიუ მაკგონაჰს ერგო.
ფილმის მსოფლიო პრემიერა დეკემბერში უნდა გაიმართოს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს