რუსეთი ოკუპანტია !
X
კვირის ყველა სენსაციური, ემოციური, სასაცილო და სახალისო ვიდეო 3 წუთში
14:36 / 11-06-2011
სამი წუთის განმავლობაში თქვენ ნახავთ გასული კვირის მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე რეზონანსული ვიდეოების კოლაჟს CNN-ის ყოველკვირეულ რუბრიკაში "The week's best viral videos".

ამ კვირაში სოციალურ მედიაში ყველაზე ”ვირუსული” ვიდეოების ჩამონათვალში იხილავთ:
  • ჩოი სანგ-ბონგი - ბიჭი შოუდან ”Korea's Got Talent”, რომელსაც ისეთივე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, როგორიც შოუს ბრიტანული ანალოგის ვარსკვლავს, სუზან ბოილს ხვდა[იხილეთმუსიკალური სამყაროს ახალი აღმოჩენა - სუზან ბოილს ჩინელი ბიჭი შეცვლის];
  • პოპულარული ამერიკული ტელეშოუ ”Glee”-ს ეპიზოდის რიმეიქი, რომელიც პატარა ბიჭუნამ შეასრულა. ვიდეო Youtube-ზე, მცირე დროში, მილიონობით ადამიანმა ნახა;
  • სცენა აბაზანიდან, სადაც ვიდეოს მთავარ გმირს მეგობარი შამპუნის მთელ შეკვრას ასხავს თავზე. აღმოჩნდა, რომ ამ ვიდემასალამ Youtube-ის მილიონობით მომხმარებელი გაახალისა;
  • ბანაობის თემა გრძელდება; თუმცა, ამჯერად, მოქმედი გმირები ორი ბიჭის ნაცვლად ორი სპილოა...
  • კვირის ყველაზე "ვირუსულ" ვიდეოებში ვიდეოთამაშიც მოხვდა, რომელიც "გეიმერების" ახალი გასართობია;
  • გასულ კვირას Youtube-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი ის მელომანები აღმოჩდნენ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე დიდ ვიდეოპორტალს ახალგაზრდა პოპმომღერლის, რაიანას ახალი ვიდეოკლიპის სანახავად ეწვივნენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვლადიმერ ზელენსკი შადრევანში დაცვასთან ერთად შევარდა
რა იდო ყუთში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე აჩუქა