"ბილაინი" ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ანძის მოსახლეობაზე რადიაციულ ზემოქმედებას უარყოფს
17:01 / 18-12-2010
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ბილაინიდან" აცნობეს, ყველა მათი საბაზო სადგური სანიტარული ნებართვით არის აღჭურვილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცემული. თავად ეს სანიტარული ნორმები კი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით შემუშავდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ქვესადგურზე ელექტრომაგნიტური ველი დასაშვებთან შედარებით 10-ჯერ დაბალია.