X
გართობა თუ დამოკიდებულება?! - რატომ არ კრძალავს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს?
12:47 / 14-12-2015
გემბლინგი, იგივე ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელსაც ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს. საქართველოში უამრავი კაზინო, ტოტალიზატორი თუ პოკერ-კლუბია, განსაკუთრებით კი, თბილისში. სტატისტიკური მონაცემებით, კაზინოში დღეში საშუალოდ 1000-1500 ადამიანი შედის, შაბათ-კვირას კი გაცილებით მეტი. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან. 

სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს. ეს ბიზნესი მომგებიანია ტურისტული თვალსაზრისითაც, რადგან მეზობელ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია აზარტული თამაშები, მოთამაშეები იძულებულნი ხდებიან, საქართველოში ჩამოვიდნენ, ეს კი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ძალიან ესაჭიროება საქართველოს და ალბათ, ამიტომაც არ კრძალავს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს, ჯერჯერობით მაინც.

ეს სენი ელვის სისწრაფით მოედო დედამიწას და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრცელდება. სტატისტიკის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი სტუმრობს კაზინოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათი უმეტესობა კი გემბლინგითაა დაავადებული.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა