X
"სავარაუდოდ, ჩემი ბოლო შეხვედრაა" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან ერთად წელი შეაჯამა
11:22 / 08-12-2015
ქვეყნის ყველაზე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის შეჯამება ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყეს. "ბიზნესასოციაციის" წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გიორგი ქადაგიძემ წარუდგინა. "ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში ეს არის, სავარაუდოდ, ჩემი ბოლო შეხვედრა" - აღნიშნა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტი ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელსა და ლარის კურსზე გააკეთა.

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მისაღები აღმოჩნდა. მათი შეფასებით, გაზრდილმა სავალუტო შემოდინებებმა უკვე გამოიწვია ლარის დასტაბილურება. ბიზნესსექტორი ახლა მომხმარებლის გააქტიურებას ელოდება.

მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, შეხვედრაზე ხელისუფლების ბიზნესისადმი დამოკიდებულებაც განიხილეს. კიდევ ერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომლის გაუმჯობესებასაც ბიზნესი მომავალ წელს ელოდება, მთლიანი შიდა პროდუქტია. მათი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის შენელება ახლა საქართველოს მთავარი გამოწვევაა.

იხილეთ ვრცლად bpn-ზე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის