საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებს დოლარიზაცია და ვალუტის გაუფასურება ზიანს აყენებს - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიში
12:03 / 16-05-2016
საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ბანკები მაღალი დოლარიზაციის ბალანსით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Ficth-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე მეტად აზერბაიჯანისა და უკრაინის ბანკები დაზარალდნენ, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის ბანკები კი ნაწილობრივ იქნენ დაცულნი სახელმწიფოს მხარდაჭერით.