სტარტაპების დაფინანსება ივნისიდან დაიწყება - პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით განისაზღვრა
10:26 / 18-05-2016
11-მილიონიანი ბიუჯეტით ახალ ბიზნეს და ინოვაციურ იდეებს საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს. პროგრამის ფრონტ-ოფისი ტექნოპარკის შენობაში განლაგდება. სტარტაპების დაფინანსების პროგრამა ივნისიდან დაიწყება.