EBRD-მა "საქართველოს ბანკს" 100 მილიონი დოლარი გამოუყო
14:42 / 30-05-2016
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, "საქართველოს ბანკს" 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. მიღებული დაფინანსებით მცირე და საშუალო ბიზნესზე კრედიტების გაცემა ადგილობრივ ვალუტაში მოხდება, მათი ვადიანობა კი 5 წლამდე იქნება. "საქართველოს ბანკსა" და EBRD-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ევრობანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი წარმოების განვითარება შეეძლებათ. პროგრამა ასევე მეწარმეების ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.