X
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ბაზაზე ემერჯენსის განახლებული განყოფილება გაიხსნა
17:47 / 02-06-2016
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მაშტაბით 60-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას ერთ სივრცეში. სამედიცინო პერსონალს სასწავლო და გადამზადების კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში აქვს გავლილი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობა თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებას.

ავტორები: ალეკო გვეტაძე; ბესო ზარიძე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?