13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული - დავით ნარმანია
16:31 / 10-06-2016
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.