მაისში უძრავი ქონების ბაზარზე 46 707 ერთეული გარიგება დარეგისტრირდა, რაც 11,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, აპრილის თვესთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 16,4%-ით შემცირდა. კლება დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.
გასულ თვეს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 9 416, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 37 291 ერთეული შეადგინა.