ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციები შესაძლოა გაფართოვდეს. გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს უკვე შემუშავებული აქვს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ცვლილებებს მიკროსაფინანსოების რეგულაციის მიმართულებითაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ონლაინსესხების რეგულირების საკითხს, გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას სწავლობს.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე