რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გამო 16 887 მომხმარებელს სესხი გაუიაფდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2016 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 16 887 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. აქედან 7264 სამომხმარებლო სესხია, მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები, რომელთა რაოდენობა 4888-ია.
2023 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად, ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი, სულ ასეთი 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7%-მდე შეამცირა.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე