"მარტვილის წყალი" ივლისიდან ექსპორტზე ეგვიპტეში გავა. როგორც საწარმოს დირექტორი ლაშა ნაჭყებია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ექსპორტთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. კომპანია ქართულ ბაზარზე ორი თვის წინ გამოჩნდა. საწარმოს დღიური წარმადობა დაახლოებით 15 ათასი ბოთლია.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე