ფრანგული ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოში მისი ფილიალის - "ბანკ რესპუბლიკის" საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ "სოსიეტე ჟენერალი" ავრცელებს. როგორც ფრანგული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ჯგუფმა "სოსიეტე ჟენერალმა" წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ "ჰუალინგ ჯგუფთან" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში მის ფილიალში - "ბანკ რესპუბლიკაში" აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე