"ნიკორას" დაცვის თანამშრომელი ყაჩაღობის დროს დაჭრეს - რა მდგომარეობაშია 52 წლის მამაკაცი
15:55 / 01-12-2015
ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, "ნიკორას" სუპერმარკეტზე მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გივი ღარიბაშვილი, რომელიც აღნიშნული სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელია, ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. დაჭრილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები აღენიშნება.
"ნიკორას" სუპერმარკეტი გუშინ დააყაჩაღეს. დაცვის თანამშრომელს შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.