X
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები აიკრძალება? - ღარიბაშვილი მღებრიშვილს ინიციატივისთვის მადლობას უხდის
11:20 / 03-12-2015
ირაკლი ღარიბაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივისთვის გიორგი მღებრიშვილს მადლობას უხდის. ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა შესაბამისი დარგის მინისტრებსაც მიმართა და სთხოვა, საკითხზე დროული რეაგირება მოახდინონ.

"მინდა კოლეგებს მოგმართოთ - ასეთ საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება. ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში. მე რაც მესმის ადამიანებისგან, არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ასევე, მინდა გთხოვოთ, საწვავის, დიზელის, ბენზინის გეგმიური შემოწმება რეგულარულად გააგრძელოთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს.

ამასთან, პრემიერმა სხდომაზე დადებითად შეაფასა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა, რისთვისას შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს