X
რატომ არ დამონტაჟდა საახალწლო განათებები გარეუბნებში? - რას პასუხობს ნარმანია მოსახლეობის პრეტენზიებს
12:40 / 20-12-2015
სოციალურ ქსელში მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გარეუბნებში საახალწლო განათების მონტაჟი არ მომხდარა.

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კომენტარს არ აკეთებს მოსახლეობის ნაწილის პრეტენზიებზე - რატომ არ მოხდა გარეუბნებში საახალწლო განათებების დამონტაჟება.
აღნიშნული შეკითხვით ნარმანიას "პალიტრანიუსმა" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმართა.

თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ილუმინაციებით არ მოირთვება როგორც დედაქალაქის გარეუბნების უმეტესი ნაწილი, ისე ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა. ოფიციალური ინფორმაციით, ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტადა და ის მხოლოდ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიის და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში - გადასასვლელი ხიდიდან კინო "საქართველომდე", ბუშის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირზე და შარტავას ქუჩაზე დამონტაჟდა. ასევე ილუმინაციები "ანგელოზები" დაიდგა მარჯანიშვილის მოედანზე.

რაც შეეხება წელს შეძენილ ილუმინაციებს, ახალი განათებებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას და თამარაშვილის ქუჩა და ავლაბრის აღმართი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა