X
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა - რა ვიდეოზე საუბრობს პროკურატურა?
20:36 / 22-12-2015
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს. ამის შესახებ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა, სადაც მოსამართლემ პაპიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ სახლიდან შვილის ფოტოსურათებიც გადაყარა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 5 წლის ბავშვი გაგუდულია.

ბრალდებული მაგდა პაპიძე მეუღლესთან ცუდ ურთიერთობასაც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა.

მაგდა პაპიძის მტკიცებით, მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.
დაკავებულს ბრალდებები აქვს პოლიციის მიმართაც. მისი მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელები მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო