X
რის საფუძველზე ამტკიცებენ მშობლები, რომ დაღესტანში დაკავებულები ნამდვილად მათი შვილები არიან?
21:57 / 08-01-2016
ლაგოდეხის მთებში დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაღესტანში დაკავებული პირები ნამდვილად მათი ოჯახის წევრები არიან. ისინი შსს-ს მიმართავენ გაასაჯაროოს მათი ვინაობა, ვინც რუსმა მესაზღვრეებმა აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღესტნის სასაზღვრო მონაკვეთზე საზღვრის არალეგალური კვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 28 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, უწყების განმარტებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ზემო მსხალგორში, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაკარგულ სამ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]