X
კადრები ბინიდან, სადაც პროკურორი მოკლული იპოვეს - ექსკლუზიური ვიდეომასალა
18:02 / 18-01-2016
PALITRANEWS-ი ექსკლუზიურ კადრებს გთავაზობთ იმ ოთახიდან, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი მოკლული იპოვეს. ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბინაში ნახეს. ადგილზე სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალისტებმა და ექსპერტებმა უკვე ჩაატარეს. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მის მიერვე იყო შეძენილი. ვახტანგ ქირია სახლიდან 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.
ნახეთ კიდევ 1 ვიდეო| "პოლიციის მოსვლამდე წყლის ჩხრიალი ისმოდა" - რა გაიგო მეზობელმა ღამით სახლიდან, სადაც პროკურორი მოკლული იპოვნეს

ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე, თამარ ბოჭორიშვილი
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს