X
რომში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
17:36 / 31-01-2016
რომში ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. ტრადიციული ოჯახის მხარდამჭერები რომის ცენტრში შეიკრიბნენ. 10 ათასმა იტალიელმა ოჯახის დღე აღნიშნა და მთავრობის მიერ დაგეგმილი შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა. ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკანონმდებლო პროექტი იტალიის პარლამენტს გასულ კვირას წარედგინა და მას კენჭი თებერვალში უნდა ეყაროს. კანონთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებაა იტალიის პარლამენტშიც. პარლამენტარების ნაწილს იმედი აქვს, რომ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების პროექტს ხმები არ ეყოფა და შესაბამისად ვერც დაკანონდება. გეი ოჯახების წინააღმდეგია რომის კათოლიკური ეკლესიაც. გასულ კვირას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ტრადიციული ოჯახი ის ოჯახია, როგორიც ღმერთს სურდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა