X
საქართველოში შესაძლოა, რომის პაპი ჩამოვიდეს
13:45 / 11-02-2016
რომის პაპი ფრანსისკ პირველი სექტემბერში, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს ეწვიოს. ამის შესახებ იტლიური მედია ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც გამოცემა "ლასტამპა" წერს, რომის პაპის სამხრეთ კავკასიაში ტურნესთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ივნისში უნდა შემდგარიყო, თუმცა კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი მართლმადიდებლურ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრების გამო გადაიდო.

გავრცელებული ცნობით, ფრანსისკ პირველი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, საქართველოში რომის პაპის ვიზიტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ და ინფორმაციას არ ფლობენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"