თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას - კვირიკაშვილი
11:20 / 19-02-2016
თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია.