X
პრეზიდენტი: "მე მაქვს ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მომავალშიც მექნება"
15:40 / 14-03-2016
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შესახებ კომენტარი კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
"მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც შანტაჟით ემუქრებიან, ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში. იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია