X
"ტიტას" ასწლოვანი ხე ნაპირზე ვერ გადმოაქვთ
12:30 / 27-03-2016
ტიტას ხის ურეკის სანაპიროდან ხმელეთზე გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ზიმოს" ინჟინერმა ირაკლი შანავამ განუცხადა, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის ხის ხმელეთზე გადატანა შესაძლებელი გახდება.

შეკვეთილის სანაპიროზე ხის გადასატანად სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. სამუშაოებს ხელს უშლიდა ზღვის მოქცევა და უამინდობა. თავდაპირველად, ბარჟის ნაპირამდე მისატანად ნაპირის ჩაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბარჟამდე გზის მიყვანა დაიწყეს. ადგილზე ათამდე სპეცტექნიკა მუშაობს.

ციხისძირიდან ტიტას ხის სანაპირომდე მიტანას და ბარჟაზე განთავსებას სამი დღე დასჭირდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ