X
რა ხდება მთიან ყარაბაღში - ბოლო ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ
15:01 / 03-04-2016
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში კონტრშეტევით ოპერაციას ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს. სააგენტო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამბობს, რომ აზერბაიჯანმა შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტრუქტურების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღო. მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრძოლები ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ რეგიონებში მიმდინარეობს. მათივე მტკიცებით, სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად ყარაბაღის მხარესაა. საინფორმაციო სააგენტო APA.AZ-ის ცნობით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 130-ჯერ დაარღვიეს, კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა კი სტაბილურად დაძაბულია. აზერბაიჯანული მხარის თქმით საზღვარზე ბრძოლების შედეგად მათი 12 სამხედრო დაიღუპა. დანაკარგზე საუბრობს სომხეთის მხარეც. ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებით, ბრძოლების შედეგად სომხეთის მხარემ 18 ჯარისკაცი დაკარგა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს