მედიასთან მისულ პრემიერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ
22:17 / 15-04-2016
პრემიერ-მინისტრი ტექნოლოგიურ პარკში სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა, რამაც აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრობის ასი დღე შეახსენეს და განაცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა დასუსტდა და ამ კუთხით სასიკეთო ძვრა არ მომხდარა.
შეხვედრის დაწყების შემდეგ რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებმა ტექნოლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.