X
დაპირისპირება სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის ვაზიანში - დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
18:32 / 21-04-2016
ინციდენტი მოხდა ვაზიანის სამხედრო დასახლებაში: სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი მძღოლია დაჭრილი. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსისა და ადგილობრივ მძღოლებს შორის მოხდა. 50 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

ვაზიანში ახალი ხაზი ერთი თვის წინ დაემატა, რაც ადგილობრივი მძღოლების პროტესტის მიზეზი გახდა. ისინი დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მხრიდან ზეწოლაზეც საურობენ. მეორე მხარე კი კომენტარს თავს არიდებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?